ჩვენი კურსების შესახებ
ბიზნეს ინგლისური
ბიზნეს ინგლისური:
გაიუმჯობესე ინგლისური ენა კარიერული და სამუშაო მიზნებისთვის!ჩვენი ბიზნეს ინგლისურის კურსი ინდივიდუალურია და სრულად მოერგება თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:
ყოველდღიური საქმიანი და წერილობითი კომუნიკაცია: დახვეწავთ საქმიან მიმოწერას და კომუნიკაციას, რაც გაგიმარტივებთ კავშირების დამყარებასა და შენარჩუნებას.
პრეზენტაციების ჩატარება: შეისწავლით საჭირო უნარებს, რათა შთამბეჭდავად წარადგინოთ თქვენი იდეები და პროექტები.
მოლაპარაკებების წარმოება: აითვისებთ მოლაპარაკების ეფექტურ სტრატეგიებს და შეძლებთ მათ წარმატებით გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში.
გასაუბრებაში მონაწილეობა: მოემზადებით კარიერული წინსვლისთვის საჭირო გასაუბრებებისა და შეხვედრებისთვის.
ლიტერატურის წაკითხვა და ანალიზი: განივითარებთ უნარს, გაიაზროთ და გააანალიზოთ პროფესიული ლიტერატურა.
ასევე შესაძლებელია სასწავლო პროგრამის მორგება თქვენი კონკრეტული სამუშაო სფეროს მიხედვით.
კურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა B1/B2 დონეზე
ღირებულება: 8 გაკვეთილი – 220 ლარი
ზოგადი ინგლისურის ინდივიდუალური კურსი
ზოგადი ინგლისურის ინდივიდუალური კურსი:
The Lingo Hub გთავაზობთ ინგლისური ენის ონლაინ ინდივიდუალურ კურსს, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის და დონის მსურველისთვის. თითოეული კურსი და სასწავლო მეთოდოლოგია შემუშავებულია თქვენთვის, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგი და სწავლის ეფექტი.
რას გთავაზობთ?
სასწავლო გრაფიკი, რომელიც მორგებულია თქვენს დროსა და საჭიროებებზე,
საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარების განვითარება,
ხარისხიან სწავლაზე ორიენტირებული პროცესი.
ღირებულება: 8 ინდივიდუალური გაკვეთილი – 160 ლარი.
ინდივიდუალური სასაუბრო ინგლისურის ენის კურსი
ინდივიდუალური სასაუბრო ინგლისურის ენის კურსი:
ხშირად შეგვიძლია უცხო ენაზე წერა, კითხვა ან მოსმენილის გააზრება, მაგრამ გვიჭირს ამ ენაზე თავისუფლად საუბარი. სასაუბრო ინგლისურის კურსი სწორედ იმ უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სიტუაციაში ინგლისურად სწორად და თავდაჯერებულად ისაუბროთ.
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა თანამედროვე მეთოდს და მიდგომას, რომელიც საუბრის უნარის გაძლიერებას და თავისუფალი კომუნიკაციის განვითარებას უზრუნველყოფს.
კურსის ღირებულება: 8 ინდივიდუალური გაკვეთილი – 160 ლარი
მიიღეთ თავდაჯერებულობა და თავისუფლად ისაუბრეთ ინგლისურად!
ინგლისური ენის კურსი IT სპეციალისტებისთვის
ინგლინსური ენის კურსი IT სპეციალისტებისთვის
The Lingo Hub გთავაზობთ IT სპეციალისტებისთვის განკუთვნილ ინგლისური ენის კურსს, რომელიც მოიცავს 3 ძირითად ნაწილს: საბაზისო გრამატიკას, ბიზნეს და კორპორაციულ კომუნიკაციას და IT ინდუსტრიის ტექნიკურ ლექსიკას. მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული მიმართუკებით, სასწავლო პროგრამის შედგენა. კურსის მიზანია, გააუმჯობესოთ ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და შეძლოთ პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელება საერთაშორისო გარემოში.
კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:
საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას და გუნდის წევრებთან კომუნიკაციას
საქმიან და წერილობით კომუნიკაციას ყოველდღიურ საქმიანობაში
IT ლიტერატურის, სტატიებისა და ბლოგების საფუძვლიანად გაანალიზებას
პრეზენტაციების ჩატარებას, მოლაპარაკებებსა და შეხვედრების წარმართვას
გასაუბრებებში მონაწილეობას და კლიენტებთან კომუნიკაციას
8 ინდივიდუალური გაკვეთილი – 240 ლარი
ინდივიდუალური მიდგომა
ჩვენ ვიცით, რომ თითოეული სტუდენტი უნიკალურია და განსხვავებული მიზნები აქვს. ამიტომაც, ვამზადებთ თითოეულ სასწავლო პროგრამას სტუდენტის საჭიროებებსა და უნარებზე მორგებულად.
პროფესიონალი მასწავლებლები
ჩვენი გუნდი შედგება ახალგაზრდა და გამოცდილი მასწავლებლებისგან, რომლებიც ფლობენ თანამედროვე სასწავლო მეთოდებს და გეხმარებიან, მაქსიმალური შედეგი მიიღოთ თითოეული გაკვეთილიდან.
მოქნილი განრიგი და ონლაინ სწავლება
სწავლა შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან და სასურველ დროს, რაც თქვენს განრიგს შეესაბამება.
სპეციალიზებული კურსები
ვენ ვთავაზობთ კურსებს სხვადასხვა საჭიროების მიხედვით: ზოგადი ინგლისური, ბიზნეს ინგლისური, სასაუბრო ინგლისური და სპეციალიზებული პროგრამები, როგორიცაა IT ინგლისური,სამედიცინო
და სხვა.სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა
ელექტრონული სასწავლო მასალა, რომელიც ზუსტად შეესაბამება კურსის მიზნებს და ეხმარება უნარების განმტკიცებას.
პროგრესი და პრაქტიკული შედეგები
სწავლის პროცესში ხვდებით, რომ თქვენი ინგლისური ყოველდღიურად უმჯობესდება, რაც გათვალისწინებულია რეალურ, პრაქტიკულ კომუნიკაციაზე ფოკუსირებით.
ჩვენს შესახებ
The Lingo Hub შეიქმნა 2024 წლის თებერვალში და მას შემდეგ უკვე წარმატებით ვითანამშრომლეთ 100-ზე მეტ სტუდენტთან. ჩვენი პლატფორმა ორიენტირებულია ინგლისური ენის შესწავლის თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებზე, რათა სწავლის პროცესი იყოს ხარისხიანი, სასიამოვნო და შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო და შესაძლებლობა, სადაც სტუდენტები შეძლებენ პროფესიულ და პირად წარმატებას მიღწევასლინგო ჰაბის ინგლისური ენის ინდივიდუალური კურსი ზუსტად ის არის რაც გჭირდება, რომ განავითარო სხვადასხვა უნარები და სიღრმისეულად ისწავლო, ინგლისური ენა. ინდივიდუალური მიდგომა საუკეთესო საშუალებაა, რომ სწავლის პროცესი სრულიად მოერგოს შენს საჭიროებებს და სურვილებს. რა თქმა უნდა გაკვეთილების განრიგსაც თქვენთან ერთად შევათანხმებთ, ნუ დაკარგავ დროს, მოგვწერე მეტი ინფორმაციისთვის